კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რომა” ახალგაზრდებს აკვირდება, მათ შორის ჩაკვეტაძე კარგი ვარიანტია

გიორგი ჩაკვეტაძე რომას ინტერესის სფეროში

Image source: Kaa Gent

 

„გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს „რომას“ ისევ უკავშირებენ. იტალიური მედია წერს, რომ კლუბის ფინანსური რესურსი ძალიან შეზღუდულია, ამიტომ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მოუწევთ აქცენტის გაკეთება.

კლუბის მენეჯერი ჯანლუკა პეტრაჩი გიორგი ჩაკვეტაძის, ტეტეს და ბასტოსის ვარიანტს განიხილავს, რადგან არცერთი მათგანი ფართოდ ცნობილი არაა და მათი ფასიც მაღალი არ არის.

ჩაკვეტაძის ღირებულება ამ დროისთვის თითქმის 7 მილიონი ევროა, „გენტთან“ კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

 

წყარო – pagineromaniste.com

 

მერებაშვილმა “კორონასთან” საგოლე პასი მიითვალა (ვიდეო)