კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როინ კვასხვაძე “ტორპედოს” ემოციურად დაემშვიდობა: “მადლობა ამ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის”

Image source: Fc Torpedo Kutaisi

 

როინ კვასხვაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ვრცელი და ემოციური წერილით დაემშვიდობა. 30 წლის მეკარემ ფეისბუქით იმერულ გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „ტორპედო“ ქართულ ფეხბურთს სჭირდება.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის „ტორპედოს“ და იქ მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდ სირთულეებს მაგრად ედგნენ. იბრძოდნენ, რომ ეს ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა, გადარჩენილიყო. იმედს ვიტოვებ, რომ „ტორპედო“ ფეხზე აუცილებლად დადგება და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. „ტორპედო“ ქალაქს სჭირდება და რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონატს, იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ, რომელთაც არასდროს დაუყრიათ ფარ-ხმალი. იმ გულშემატკივრებზე მაქვს საუბარი, დღე და ღამე რომ იბრძოდნენ, ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა. კიდევ ერთხელ წარმატებები ქუთაისის „ტორპედოს“, ყველაფერი მაგრად იქნება“, – დაწერა კვასხვაძემ.

როინ კვასხვაძემ „დინამო თბილისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „ტორპედოს“ რიგებში 156 თამაში აქვს ჩატარებული.

 

 

რაგბი – საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი 2020 წელს რაგბი ევროპაზე