კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორია კარლო ანჩელოტის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

ანჩელოტის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

Image source: Getty Images

 

ინსტაგრამის football_memories გვერდმა “ევერტონი” მთავარი მწვრთნელი იტალიელი კარლო ანჩელოტის კარიერას თვალი გადაავლო და საუკეთესო 11 ფეხბურთელი შეარჩია, რომელსაც ის საკუთარი სამწვრთნელო მოღვაწეობის განმავლობაში წვრთნიდა.

61 წლის სპეციალისტის პირველი გუნდი “რეჯიანა” იყო, შემდეგ კი ის “პარმას”, “იუვენტუსს”, “მილანს”, “ჩელსის”, “პსჟ”-ს, მადრიდის “რეალს”, მიუნხენის “ბაიერნსა” და “ნაპოლის” ვარჯიშებდა. მთავარ წარმატებებს იტალიელმა “მილანთან” ერთად მიაღწია, მან “როსონერის” ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოაგებინა. ეს მიღწევა ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ 2014 წელს უკვე “რეალის” მწვრთნელის რანგში გაიმეორა.

ანჩელოტის გაწვრთნილი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

 

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველები: ტიაგო სილვა, ჯონ ტერი, კაფუ, პაოლო მალდინი

ნახევარმცველები: ფრენკ ლემპარდი, ანდრეა პირლო, ზინედინ ზიდანი

თავდამსხმელები: კაკა, ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

 

ამჟამად კარლო ინგლისურ “ევერტონს” წვრთნის.

 

 

წყარო – football_memories_official

 

 

 

 

11 გამორჩეული ფეხბურთელი, რომლებიც ამჟამად მწვრთნელები არიან | მეორე ნაწილი (ფოტო)