კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორია ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობა ინგლისთან (ფოტო)

ბორჯღალოსნების გუშინდელი ვარჯიშიდან

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის ერთა თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. რვა ერის პირველ რაუნდში საქართველო 14 ნოემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე ლეგენდარულ “თვიქენჰემზე” ინგლისს ეთამაშება.

აქამდე ინგლისთან ორჯერ გვითამაშია. 2003 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში, საქართველოსთვის მსოფლიო თასზე სადებიუტო მატჩში, მომავალმა ჩემპიონმა 84:6 იმარჯვა. 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, ინგლისს შეხვდა, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ დასკვნით მეოთხედში სამი ლელოს გატანა მოახერხა და 41:10 იმარჯვა.

 

შემოდგომის ერთა თასის პირველი მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ცნობილია პრემიერლიგის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა (ვიდეო)