კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორი იქნებოდა “აიაქსის” შემადგენლობა, თავისი ტოპ ფეხბურთელები რომ არ გაესხვისებინა (ფოტო)

აიაქსის შთამბეჭდავი შემადგენლობა

Image source: 90min.com

 

გერმანულმა ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-მა ინსტაგრამზე “აიაქსის” შემადგენლობა გამოაქვეყნა ახლო წარსულიდან, სხვადასხვა პერიოდით. გამოცემა საუკეთესო თერთმეტეულს აქვეყნებს, თუ როგორი იქნებოდა “აიაქსის” შემადგენლობა თავისი ფეხბურთელები რომ არ გაეყიდა.

აიაქსის” საკმაოდ შთამბეჭდავი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

 

მეკარე: ონანა (აიაქსი, 36 მილიონი ევრო)

მცველები: დევინსონ სანჩესი (ტოტენჰემი, 48 მილიონი ევრო), დე ლიგტი (იუვენტუსი, 70 მილიონი ევრო), ალდერვეირელდი (ტოტენჰემი, 24 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: დე იონგი (ბარსელონა, 72 მილიონი ევრო), ვან დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი, 44 მილიონი ევრო), ზიეხი (ჩელსი, 40 მილიონი ევრო), ერიკსენი (ინტერი, 60 მილიონი ევრო), ნერეში (აიაქსი, 36 მილიონი ევრო)

თავდამსხმელები: იბრაჰიმოვიჩი (მილანი, 3.5 მილიონი ევრო), სუარესი (ბარსელონა, 28 მილიონი ევრო)

 

შეგახსენებთ, რომ „აიაქსის“ ფეხბურთელი დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2 სექტემბერს გადავიდა. 23 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ინგლისურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

წყარო – Transfermarkt

 

 

 

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” შთამბეჭდავი შემადგენლობა მომდევნო სეზონში (ფოტო)