კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორი იქნება “რომას” შემადგენლობა მომდევნო სეზონში 3 ფეხბურთელის დამატების შემდეგ (ფოტო)

როგორი იქნება რომას შემადგენლობა მომდევნო სეზონში 3 ფეხბურთელის დამატების შემდეგ

Image source: AS Roma-ს ტვიტერიდ გვერდი

 

გერმანულმა ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-მა ინსტაგრამზე იტალიური “რომას” განახლებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. გამოცემა იმ თერთმეტეულს აქვეყნებს, თუ როგორი იქნება რომაული კლუბის შემადგენლობა მომდევნო სეზონში აბრაჰამის (ჩელსი), ვინიასა (პალმეირასი) და პატრისიუს (ვულვზი) დამატების შემდეგ.

“რომას” საკმაოდ შთამბეჭდავი შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: პატრისიუ (ვულვზი, 10 მილიონი ევრო)

მცველები: ვინია (პალმეირასი, 5 მილიონი ევრო), სმოლინგი (რომა, 12 მილიონი ევრო), მანჩინი (რომა, 30 მილიონი ევრო), კარსდორპი (რომა, 12 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: ვილარი (რომა, 15 მილიონი ევრო), ვერეტუტი (რომა, 33 მილიონი ევრო), პელეგრინი (რომა, 40 მილიონი ევრო), მხითარიანი (რომა, 15 მილიონი ევრო), ძანიოლო  (რომა, 40 მილიონი ევრო)

თავდამსხმელი: აბრაჰამი (ვულვზი, 38 მილიონი ევრო)

აღვნიშნოთ, რომ ცოტა ხნის წინ “რომასთან” 5-წლიანი კონტრაქტი “ჩელსის” 23 წლის ინგლისელმა ფორვარდმა, ტემი აბრაჰამმა გააფორმა.

 

 

 

 

წყარო – transfermarkt_official

 

 

 

 

 

 

როგორი იქნება “ინტერის” შემადგენლობა მომდევნო სეზონში 3 ფეხბურთელის დამატების შემდეგ (ფოტო)