კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორი იქნება “პსჟს” შემადგენლობა მომდევნო სეზონში 6 ფეხბურთელის დამატების შემდეგ (ფოტო)

პსჟს სავარაუდო შემადგენლობა

Image source: Getty Images

 

გერმანულმა ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-მა ინსტაგრამზე პარიზული “პსჟს” განახლებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. გამოცემა საუკეთესო თერთმეტეულს აქვეყნებს, როგორი იქნება პარიზული კლუბის შემადგენლობა მომდევნო სეზონში მესის (ბარსელონა), ვიინალდუმი (ლივერპული), ჰერნანდესი (მილანი), რამოსის (რეალ მადრიდი), დონარუმასა (მილანი) და ჰაკიმის (ინტერი) დამატების შემთხვევაში.

“პსჟს” საკმაოდ შთამბეჭდავი შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: დონარუმა (მილანი, 60 მილიონი ევრო)

მცველები: ჰერნანდესი (მილანი, 50 მილიონი ევრო), რამოსი (რეალ მადრიდი, 14 მილიონი ევრო), კიმპემბე (პსჟ, 40 მილიონი ევრო), ჰაკიმი (ინტერი, 60 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: მარკინიოსი (პსჟ, 75 მილიონი ევრო), ვიინალდუმი (ლივერპული, 30 მილიონი ევრო), ვერატი (პსჟ, 55 მილიონი ევრო)

თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ, 100 მილიონი ევრო), მესი (ბარსელონა, 80 მილიონი ევრო), მბაპე (პსჟ, 160 მილიონი ევრო)

“დიდი ოცნებები პარიზში” , – ასე დაასათაურა transfermarkt-მა შედგენილი სავარაუდო  შემადგენლობა.

 

 

 

წყარო – transfermarkt_official