კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორი იქნება “ატლეტიკოს” შემადგენლობა მომდევნო სეზონში ტორეირას და სუარესის დამატების შემდეგ (ფოტო)

ტორეირა სავარუდოდ ატლეტიკოში გადავა

Image source: dailymail

 

გერმანულმა ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-მა ინსტაგრამზე “ატლეტიკო მადრიდის” განახლებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. გამოცემა საუკეთესო თერთმეტეულს აქვეყნებს, როგორი იქნება მადრიდული კლუბის შემადგენლობა მომდევნო სეზონში ტორეირასა (არსენალი) და სუარესის (ბარსელონა) დამატების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოში” “დალიან პროდან” კარასკო გადმოვიდა, სადაც იჯარით ასპარეზობდა.

 

ატლეტიკოს” საკმაოდ შთამბეჭდავი შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: ობლაკი (ატლეტიკო, 80 მილიონი ევრო)

მცველები: ლოდი (ატლეტიკო, 50 მილიონი ევრო), ხიმენესი (ატლეტიკო, 56 მილიონი ევრო), სავიჩი (ატლეტიკო, 25,5 მილიონი ევრო), ტრიპიე (ატლეტიკო, 28 მილინო ევრო)

ნახევარმცველები: კარასკო (დალიან პრო, 22,5 მილიონი ევრო), ტორეირა (არსენალი, 30 მილიონი ევრო), საული (ატლეტიკო, 72 მილიონი ევრო), კოკე (ატლეტიკო, 48 მილიონი ევრო)

თავდამსხმელები: ფელიქსი (ატლეტიკო, 81 მილიონი ევრო), სუარესი (ბარსელონა, 28 მილიონი ევრო)

 

“შეუძლია ამ გუნდს ესპანური ლა ლიგის მოგება? ” – ასე დაასათაურა Transfermarkt-მა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული თერთმეტეული.

 

 

 

წყარო – transfermarkt_official

 

 

 

 

ლუის სუარესი კარიერას ესპანურ გუნდში გააგრძელებს