კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორ ზეიმობდა არველაძე “პახტაკორის” გულშემატკივრებთან ერთად მე-18 გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

თუ როგორ ზეიმობდა შოთა არველაძე გულშემატკივრებთან ერთად გუნდის მორიგი გამარჯვების შემდეგ

Image source: shota_arveladze ინსტაგრამის გვერდი

 

ქართველი სპეციალისტის შოთა არველაძის “პახტაკორი” უზბეკეთში წარმატებულად გამოდის. ამჯერად უზბეკეთის სუპერლიგის 22-ე ტურში სტუმრად “პახტაკორმა” “აგმკ” 6:0 ანგარიშით გაანადგურა, სადაც ქართველი ფეხბურთელები ელგუჯა გრიგალაშვილი და მათე ვაწაძე თამაშობენ.

პირველობის მიმდინარე სეზონში, არველაძის გუნდს ერთი მარცხი აქვს განცდილი და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია დაგროვებული 56 ქულით.


“გუნდის შესანიშნავი შესრულება, მშრალი ანგარიში და კარგი 3 ქულა! მადლობა ფანებს თქვენი მხარდაჭერისთვის … ჩვენ ვაგრძელებთ საქმეს” , – დაწერა არველაძემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

სავარაუდოდ არველაძის გაწვრთნილი გუნდი უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდება.

 

 

 

წყარო-shota_arveladze

 

 

 

 

 

მერაბ შარიქაძე: “აუცილებლად გამოვასწორებთ იმას, რაც შოტლანდიასთან მატჩში არ მოგვეწონა”