კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

როგორ უშლიდა ნერვებს კალაძე გატუზოს – პირლომ და ამბროზინიმ ძველი ამბავი გაიხსენეს

Image source: Getty images

 

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა მასიმო ამბროზინიმ და ანდრეა პირლომ კახა კალაძე ინსტაგრამლაივში საუბრის დროს ახსენეს.

იტალიელმა ფეხბურთელებმა წლების წინ მომხდარი ფაქტი გაიხსენეს, როდესაც კალაძე ჯენარო გატუზოს ნერვებს უშლიდა.

ქართველი ფეხბურთელი გატუზოს დაბადების დღემდე დღეებს ითვლიდა და ყოველდღე ახსენებდა მთელ გუნდს, რომ 9 იანვარს ჯენარო იუბილარი იყო. ეს კი იტალიელ ნახევარმცველს, რომელიც მშვიდი ხასიათით არ გამოირჩეოდა, აცოფებდა.

გატუზოს საბედნიეროდ 9 იანვარიც დადგა და იფიქრა, რომ კალაძე მორჩებოდა მის გაბრაზებას, მაგრამ მეორე დღეს ისევ იგივე დაიწყო. ამბროზინიმაც სწორედ ეს გაიხსენა.

კალაძემ თქვა: დღეს 13 იანვარია და გატუზოს დადების დღემდე დარჩენილია 361 დღე. ეს ყოველდღე გრძელდებოდა და რინო ბომბს ჰგავდა. კარგი დრო იყო“ – აღნიშნავს ამბროზინი.

 

წყარო – Gazzetta Dello Sport

 

კარგი ამბავი – “ფიორენტინას” ფეხბურთელებმა კორონავირუსი დაამარცხეს