კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორ დასრულდა ლევან გორგაძისთვის მე-10 საშეჯიბრო დღე (ვიდეო)

ტოჩინოშინისს მე-7 მარცხი

Image source: sumokyokai ტვიტერის გვერდი

 

იანვრის ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ტაკაიასუ იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 6 მოგება – 4 წაგება. ქართველი მაეგაშირა ტაკაიასუსთან ბრძოლაში ოშიდაშით დამარცხდა.

მეათე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 3 მოგება და 7 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-4 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება.

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

 

 

მერაბ ბოლოთაშვილი: “ჩვენი კლუბის მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა”