კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

როგორ ჩაშალა საბა კვირკველიამ “ხუმრობის პრემიერ ლიგის” გადაცემა. “ლოკომოტივმა” მხიარული ისტორია გაიხსენა (ვიდეო)

Image source: Lokomotiv Moscow

 

ლოკომოტივის” ოფიციალურმა გვერდმა გაიხსენა მხიარული ისტორია, რომელიც ესპანეთში გუნდის ზამთრის შეკრებაზე მოხდა და რომელშიც სოლომონ კვირკველია მონაწილეობს.

ერთ-ერთი საღამოს ვარჯიშის შემდეგ დაგეგმილი იყო “ხუმრობის პრემიერ-ლიგის” მორიგი გადაღებები, სადაც მთავარი გმირები უნდა ყოფილიყვნენ ვლად იგნატევი და საბა კვირკველია.

ახსანიშნავია, რომ პირველი გმირისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან ადვილად დაითანხმეს, საბას დაყოლიება ძალიან გაუჭირდათ.

ქართველი მცველი ყველანაირ გადაღებას გაურბოდა, სადაც კამერის წინ საუბარი უწევდა, რადგანაც რუსულ ენაზე ლაპარაკი ერიდება (მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ფლობს!).
მიუხედავად ამისა, საბას დათანხმება როგორღაც მოახერხეს, ყველაფერი მოამზადეს, მაგრამ გადაცემის ჩაწერა მაინც ჩაიშალა.
საბამ წაიკითხა პირველი ხუმრობა, რასაც მოჰყვა პაუზა… სიტყვები ზედმეტია, როდესაც არის ვიდეო” – ნათქვამია “ლოკომოტივის” გვერდზე.

 

 

“რატომ არ იძახებს სტანისლავ ჩერჩესოვი რუსეთის ნაკრებში ნადია კარპოვას? “ – კითხულობს საბა.

წყარო – FC Lokomotiv Moscow Telegram

ტოპ-10 საუკეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში. მესი და რონალდუ ოცეულშიც ვერ მოხვდნენ