კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როდის დაბრუნდება სალაჰი? კლოპმა ზუსტი თარიღი დაასახელა

Image source: PA/Press Association

 

ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰი მოედანს დაუბრუნდება ოთხშაბათს – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 მატჩში, სადაც ინგლისური კლუბი “ნაპოლის” დაუპირისპირდება.

სალაჰს 9 დღეა არ უვარჯიშია ფეხის ტერფის ტრავმის გამო. ის ეგვიპტის ბანაკში იყო და მერე დაბრუნდა. გუშინდელი ვარჯიში 100 პროცენტით ვერ ჩაატარა.

კრისტალ პალასის” წინააღმდეგ მატჩში ის სათადარიგო იყო. მზად ვიყავით მოედანზე გამოგვეყვანა, თუმცა როდესაც გოლი გავიტანეთ, ყველაფერი შეიცვალა. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ სალაჰი მოედანს ოთხშაბათს დაუბრუნდება”, – კლოპის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი გადმოგვცემს.

წყარო – liverpoolfc.com

10 ფეხბურთელი რომლებმაც კარიერაში ჩემპიონთა ლიგა და ლიბერტადორესის თასი მოიგეს