კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როდის დაბრუნდება გიორგი არაბიძე? ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ

Image source: Adanaspor A.Ş.

 

თურქული “ადანასფორის” მთავარმა მწვრთნელმა ენგინ იფექოღლუმ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტნის გიორგი არაბიძის ტრავმის სირთულეზე ისაუბრა.

“არაბიძეს კოჭის ტრავმა აქვს და 3-4 თვის განმავლობაში ვეღარ დაგვეხმარება”, – იფექოღლუს სიტყვებს milliyet.com.tr გადმოგვცემს.

თურქული კლუბის მწვრთნელი ახალი ფეხბურთელების დამტებას გეგმავს, რადგანაც გუნდში სხვა ტრავმირებული მოთამაშეებიც ჰყავს.

ტრავმის გამო ქართველ ფეხბურთელს 11 ოქტომბრის მერე არ უთამაშია. არაბიძემ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში საფრანგეთთან შეხვედრა გამოტოვა და სლოვაკეთის წინააღმდეგ მომავალ შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება.

წყარო – milliyet.com.tr

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სლოვაკეთთან შეხვედრისთვის ემზადება. გუნდს ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა