კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როდის აიღებს სტარტს საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 სეზონი

Image source: gff.ge

 

ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 სეზონი აიღებს სტარტს.

ამასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.

ფუტსალის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს 3 წრედ დაუპირისპირდებიან. რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. 1/2-ფინალური და ფინალური შეხვედრები 3 მოგებამდე გასტანს. 2 მოგებამდე გაგრძელდება „ბრინჯაოს ფინალი“ .

ზედა ლიგის მსგავსად, 6 გუნდი იქნება წარმოდგენილი ლიგა 2-ში. 3 წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის საუკეთესო ოთხეული განაგრძობს ბრძოლას. 1/2-ფინალური და ფინალური შეხვედრები 2 მოგებამდე გაგრძელდება.

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები პარალელურად ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან, სადაც ჯამში, წრიული ეტაპის შედეგების მიხედვით, საუკეთესო 8 გუნდი იასპარეზებს, ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

ფუტსალის ლიგა 2-ში 13:00 საათზე თსუ 2-სა და დებიუტანტი ევროპის უნივერსიტეტის შეხვედრა გაიმართება, 15:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი პსპ ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, გორს გაეჯიბრება.

ფუტსალის ლიგა 17:00 საათზე თსუ-სა და თბილისის მატჩით დაიწყება, 19:00 საათზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თელასისა და ლიგა 2-დან გადმოსულ ილიაუნის დაპირისპირება აიღებს სტარტს. 7 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგილობრივ მართვეს დაუპირისპირდება.

 

წყარო – gff.ge

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის სუპერთასის ჩატარების თარიღი გამოაცხადა