კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როდესაც “მილანი”, “იუვენტუსი” და “ბორუსია” ინტერესდებიან და შენ კი ჯერ ერთი შემოთავაზებაც არ მიგიღია”

ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშობს უფასთან მატჩში წინ

Image source: fcrk ინსტაგრამის გვერდი

 

ყაზანის “რუბინი” რუსეთის პრემიერ-ლიგის 22-ე ტურის მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია.

გუშინ იტალიური მედიაში დაიწერა, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას მილანური და ტურინული გუნდის სკაუტები საქართველოსა და ესპანეთის მატჩში დააკვირდებიან – უფრო კონკრეტულად კი „მილანი“ და „იუვენტუსი“ კვარაცხელიას აკვირდებიან.

“რუბინის” ინსტაგრამის გვერდზე სახალისო ფოტოები გამოქვეყნდა:

“როდესაც სოციალურ ქსელში იწერება, რომ “მილანი”, “იუვენტუსი” და “ბორუსია” ინტერესდებიან და შენ ჯერ ერთი შემოთავაზებაც კი არ მიგიღია”, – წერია “რუბინის” ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

 

 

 

 

წყარო – fcrk

ბორჯღალოსნებმა პორტუგალიაში 4-დღიანი მზადება დაასრულეს (ვიდეო)