კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რობინ ვან პერსიმ დაასახელა მთავარი მიზეზი, თუ რატომ “არსენალიდან” წავიდა

ვან პერსის კომენტარი

Image source: Getty Images

 

არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ 2012 წელს “არსენალიდან” წასვლისა და “მანჩესტერ იუნაირედში” გადასვლის შესახებ ისაუბრა.

“ახალი კონტრაქტი ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ. შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ეს ასეა და ვინც საპირისპიროს დამტკიცებას შეძლებს, მზად ვარ 1 მილიონი ფუნტი გადავუხადო. ახალი კონტრაქტის არ შემოთავაზება “არსენალის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო. ბევრი საუბრების შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ კლუბის მომავლისა და პერსპექტივების თაობაზე ჩვენ ძალიან განსხვავებული აზრები გვაქვს.

მე “არსენალს” წარვუდგინე 7 პუნქტი, რომლითაც ჩემი აზრით კლუბს შეეძლო ყველაზე ძლიერ გუნდებთან კონკურენციის გაწევა. კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი ერთ-ერთ პუნქტს არ დაეთანხმა. ყველაფერი სამართლიანი იყო. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, გადავწყვიტე წავსულვიყავი” – ჰოლანდიელის სიტყვებს Goal-ი გადმოგვცემს.

წყარო – Goal

 

 

 

 

 

 

თბილისის “დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მარცხით დაასრულა