კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რობერტო კარლოსმა რთულ მეტოქეებზე და “ინტერიდან” “რეალში” გადასვლაზე ისაუბრა

Image source: Getty Images

 

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა ყველაზე რთულ მეტოქეებზე ისაუბრა, ასევე თუ როგორ 1996 წელს მილანის “ინტერიდან”  “რეალ მადრიდში” გადავიდა.

ყველაზე რთული მოწინააღმდეგის შესახებ:

”ეს ეტო’ო და ხოაკინი არიან… მაგრამ ყველაზე რთული ფიგუ იყო. ის ნამდვილად შემაშფოთებელი იყო. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო.

თუ როგორ გადავიდა “რეალში“:

“მე ფლანგზე ვთამაშობდი. პრობლემა იმაში იყო, რომ “ინტერში“ პირველ 7 მატჩში 7 გოლი გავიტანე და მათ ჩემი წინ დაყენების გადაწყვეტილება მიიღეს, რის გამოც დროთა განმავლობაში პრობლემები შემექმნა.

დაველაპარაკე კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის. ავუხსენი, რომ წინ თამაშის გაგრძელება არ შემიძლია, რადგან 3 თვეში ამერიკის თასი მელის. იმავე დღეს „სამეფო“ კლუბის პრეზიდენტ ლორენცო სანსს შევხვდი და ლაპარაკის დასრულებიდან 10 წუთში „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე. მაშინ ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა“, – განაცხადა კარლოსის სიტყვებს ციტირებს as.com-ი.

შეგახსენებთ, რომ კარლოსმა მადრიდელთა ღირსებას 11 წლის განმავლობაში იცავდა, „ინტერის“ მაისურით კი მხოლოდ 1995-96 წლებში ითამაშა.

 

წყარო – en.as.com

 

 

ალვარო რეკობა: “მარადონა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მესის თამაში ფენომენალურია”