კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რეინჯერსის” ყოფილმა ვარსკვლავმა შოთა არველაძე საუკეთესო თერთმეტეულში დაასახელა (ფოტო)

Image source: thescottishsun

 

უზბეკეთის “ფახთაქორის” ყოფილი ქართველი მწვრთნელი, შოთა არველაძე “გლაზგო რეინჯერსში” მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ალექს რაემ გაიხსენა.

“რეინჯერსის” ყოფილმა ვარსკვლავმა შეადგინა სიმბოლური გუნდი საუკეთსო ფეხბურთელებისგან, რომლებთანაც ერთად კარიერის მანძილზე უთამაშია. ამ ფეხბურთელებს შორის რაემ ქართველი თავდამსხმელი შოთა არველაძე მოიხსენია.

“ტექნიკური თვალსაზრისით შოთა არველაძე იყო ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვისთანაც მითამაშია. მას შიშის მომგვრელი შესაძლებლობები ჰქონდა. არველაძე ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და მასთან ერთად თამაში მსიამოვნებდა. ყოველთვის გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი ფეხბურთელები მიდიან. შოთა გასახდელშიც გამორჩეული პიროვნება გახლდათ. ბიჭებს ის ძალიან უყვარდათ” – ასე ახასიათებს შოთა არველაძეს ალექს რაე.

არველაძე “რეინჯერსში” 2001-05 წლებში თამაშობდა. შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 95 მატჩში მან 44 გოლი გაიტანა.

 

 

 

 

წყარო – thescottishsun

ქართველი წყვილი 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის საგზურების მოსაპოვებლად წარმატებულად ასპარეზობს