კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალთან” წაგებული მატჩით გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა (ვიდეო)

გიორგი შერმადინის 21 წუთი რეალთან წაგებულ მატჩში

Image source: Getty Images

 

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ტენერიფეს” უმასპინძლა და 84:76 დაამარცხა. ამ მატჩით შეწყდა “ტენერიფეს” 6-მატჩიანი მოგებათა სერია.

ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:06 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ასევე გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო ბრაზილიელი მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც მეტოქეს 23 ქულა ჩაუგდო, ხოლო მადრიდელთა შემადგენლობაში კი საუკეთესო ბომბარდირი 21 ქულით არგენტინელი ნიკო ლაპროვიტოლა გახდა.

 

31-ე ტურის შემდეგ მადრიდის “რეალი” 58 ქულით ლიგა ენდესას ლიდერია, “ტენერიფეს” 46 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

 

 

წყარო – acb.com

 

 

 

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა