კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალს” სერხიო რამოსმა მოაგებინა, მაგრამ ზიდანის გუნდს მძიმე თამაში ჰქონდა (ვიდეო)

რეალმა ბეტისს აჯობა

Image source: Real Madric CF

 

მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო, თუმცა ზინედინ ზიდანის გუნდს ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა.

„სამეფო კლუბი“ სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრა და სწრაფი გოლი გაუტანა. თავი ფედერიკო ვალვერდემ გამოიჩინა. თუმცა, პირველი ტაიმი მასპინძებმა მოიგეს მანდისა და უილიამ კარვალიოს გოლებით.

მადრიდელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლეს გათანაბრება, გამარჯვების გოლი კი სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელმაც 82-ე წუთზე პანენკას სტილში პენალტი გაიტანა.

„რეალისთვის“ ეს პირველი მოგება იყო და 2 თამაშში 4 ქულა აქვს მოპოვებული.

„ბეტისი“ – „რეალი“ 2:3

გოლები: 0:1 ვალვერდე (14), 1:1 მანდი (35), 2:1 კარვალიო (37), 2:2 ემერსონი (48, ა.გ), 2:3 სერხიო რამოსი (82, პენ)

 

წყარო – Laliga

 

“ინტერმა” სეზონში პირველი გამარჯვება 7-გოლიან თრილერში მოიპოვა (ვიდეო)