კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რეალმა” ქულა ბოლო წუთზე მოიპოვა, “ლივერპულმა” ადვილად მოიგო (ვიდეო)

რეალი წაგებად ბოლო წუთზე გადაურჩა

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები საინტერესო გამოდგა. ყველაზე საინტერესო დაპირისპირება მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და „რეალს“ შორის გაიმართა.

ზინედინ ზიდანის გუნდს პირველი თამაში წაგებული ჰქონდა, ამიტომაც გერმანიაში სამი ქულისთვის ჩავიდა. თუმცა, მხოლოდ ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა. ანგარიში მარკუს ტურამმა გახსნა და ტაიმი „გლადბახმა“ მოიგო.

ფრანგმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეასრულა და „გლადბახი“ 2:0 დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ 87-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა, მაინც არ წააგო. კარიმ ბენზემამ და კაზემირომ ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და „რეალმა“ მიმდინარე ლიგაზე ქულა პირველად მოიპოვა.

მადრიდული გრანდი 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზა, ხოლო ჯგუფს დავით ხოჭოლავას „შახტარი“ 4 ქულით ლიდერობს.

D ჯგუფში ინგლისურმა „ლივერპულმა“ დანიურ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა და ადვილად მოიგო. დანიელებმა მეტოქეს მხოლოდ პირველი ტაიმი გაუძლეს. მეორე ნახევარში კი დიოგო ჟოტამ და მოჰამედ სალამა იურგენ კლოპის გუნდს მოაგებინეს.

„ლივერპული“ 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ბერგამოს „ატალანტამ“ „აიაქსს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

„გლადბახი“ – „რეალი“ 2:2

გოლები: 1:0 ტურამი (33) 2:0 ტურამი (58) 2:1 ბენზემა (87) 2:2 კაზემირო (90)

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ

„ლივერპული“ – „მიდტიულანდი“ 2:0

გოლები: 1:0 ჟოტა (55), 2:0 სალაჰი (90, პენ)

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ

 

წყარო – UEFA Champions League

 

დავით ხოჭოლავა: “თუ არ გჯერა, ჩემპიონთა ლიგაზე არაფერი გესაქმება”