კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალმა” გულშემატკივრების თვალწინ საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

Image source: Real Madrid C.F.

 

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ.

 

“მადრიდელები 2019 წლის ბოლო ვარჯიშის ჩატარებით 2020 წლის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან”, – აცხადებს მადრიდელების ოფიციალური გვერდი.

კასტილიას “ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე “სამეფო” კლუბმა სპეციალური ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც გუნდის გულშემატკივრები დაესწრნენ.

საჩვენებელი ვარჯიში ჩატარდა მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით. ვარჯიშის შემდეგ გუნდმა პატარა სტადიონზე ითამაშა, სადაც გულშემატკივრებმა თავიანთი კუმირების ოსტატობას მიადევნეს თვალი.


მარსელომ და ლუკას ვასკესმა ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარეს, ხოლო მარკო ასენსიო და ედენ აზარი ინდივიდუალურად ვარჯიშობენ.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩს მადრიდის “რეალი” სტუმრად “ხეტაფესთან4 იანვარს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს.

წყარო – Real Madrid C.F.

sportx.kz: ლევან კუტალამ “დინამოსთან” კონტრაქტი არ გააგრძელა და ყაზახეთში გაემგზავრა