კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატი 34-ედ მოიგო (ვიდეო)

რეალი ჩემპიონია

Image source: Real Madric CF

 

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონია. ზინედინ ზიდანის გუნდმა 37-ე ტურში „ვილიარეალს“ 2:1 მოუგო და ბოლო ტურის წინ ტიტული ოფიციალურად მოიპოვა.

მატჩის გმირი კარიმ ბენზემა გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვება განაპირობა. პარალელურად „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნასთან“ წააგო, მაგრამ რომც მოეგო, ჩემპიონი მაინც „რეალი“ გახდებოდა.

მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონობა ისტორიაში 34-ედ მოიგეს, „ბარსელონას“ კი 7 ქულით გაასწრეს.

„რეალი“ – „ვილიარეალი“ 2:1

გოლები: 1:0 ბენზემა (29), 2:0 ბენზემა (77, პენ), 2:1 იბორა (83)

 

 

წყარო – Real Madrid

 

ლეონიდ სლუცკი: “ხვიჩა ბრწყინვალეა და მინდა გუნდში მყავდეს”