კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალმა” “ბარსელონას” გაასწრო (ვიდეო)

Image source: laliga

 

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში სტუმრად „ალავესთან“ ითამაშა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა, ზინედინ ზიდანის გუნდს ძალზე რთული ბრძოლა გადახდა თავს და უმძიმეს ბრძლაში იმარჯვა. ანგარიში სერხიო რამოსმა მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნა, რასაც ლუკას პერესმა მალევე პენალტით უპასუხა.

„სამეფო კლუბმა“ გამარჯვება დანი კარვახალის გოლით მოიპოვა და საკუთარ აქტივს მორიგი ქულები შემატა.

„რეალს“ 31 ქულა აქვს და „ბარსელონას“ 3 ქულით გაასწრო, მაგრამ კატალონელები ამ ტურის შეხვედრას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ხვალ გამართავენ.

„ალავესი“ – „რეალი“ 1:2

გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (52), 1:1 პერესი (65, პენ), 1:2 კარვახალი (69)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

პრემიერლიგაში “ლივერპულის” უპირატესობა გაიზარდა (ვიდეო)