კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რეალმა” “ბარსელონას” გაასწრო და ლიდერის პოზიციაზეა (ვიდეო)

ბენზემას საოცარი საგოლე პასი

Image source: Real Madric CF

 

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა. „სამეფო კლუბი“ შესანიშნავ ფორმაშია და „ბარსელონას“ ქულების დაკარგვით კიდევ ერთხელ ისარგებლა.

ზინედინ ზიდანის გუნდი „ესპანიოლს“ სტუმრად დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ დამსახურებულად იმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გავიდა. კარიმ ბენზემამ კაზემიროს ქუსლით საოცარი პასი გაუკეთა და ბრაზილიელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„რეალმა“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე „ბარსელონას“ 2 ქულით გაუსწრო და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ესპანიოლი“ – „რეალი“ 0:1

გოლი: 0:1 კაზემირო (45)

 

 

წყარო – Laliga

 

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდა, ცნობილია წყვილები (ვიდეო)