კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალმა” “ატალანტას” მენდის ულამაზესი გოლით მოუგო (ვიდეო)

რეალმა ატალანტას მოუგო

Image source: Getty images

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალი“ სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზინედინ ზიდანის გუნდი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა დამსახურებულად მოიგო. მაგრამ „ატალანტა“ მე-17 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან ფეხბურთელი გაუძევეს.

საბოლოოდ, „რეალმა“ უპირატესობა შედეგში მაინც ასახა. რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ მადრიდელებს გამარჯვება ფერლან მენდიმ მოუტანა. ფრანგმა მცველმა თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შორი მანძილიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

„რეალმა“ 1:0 მოიგო და საპასუხო შეხვედრის წინ ძალიან სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. ეს გუნდები მადრიდში 16 მარტს დაუპირისპირდებიან.

„ატალანტა“ – „რეალი“ 0:1

გოლი: 0:1 მენდი (86)

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

“მანჩესტერ სიტიმ” “გლადბახს” დამაჯერებლად მოუგო და მეოთხედფინალთან ახლოსაა (ვიდეო)