კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალის” სატრანსფერო გეგმები. “სამეფო” კლუბი ოთხ ფეხბურთელს უმიზნებს

Image source: Associated Press

 

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალი ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს.

გამოცემა El Desmarque-ის ცნობით, “სამეფო” კლუბის მფლობელი გუნდში ოთხი ფეხბურთელის დამატებას აპირებს. წყაროს ინფორმაციით პერესის სატრანსფერო მთავარი სამიზნე გახდა “ზალცბურგის” თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 26 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოასწრო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “რეალი” ასევე “ვილიარეალის” ფორვარდ სამუელ ჩუკვეზეს, “ევერტონის” შემტევ მოიზე კინისა და “ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, კალუმ ჰადსონ-ოდოის დამატება სურს.

წყარო – eldesmarque.com

კვირკველია ზამთარში “ლოკომოტივს” დატოვებს. რომელ კლუბში გადავა საბა?