კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რეალის” სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა რონალდუზე ჭკვიანი ფეხბურთელი დაასახელა

ანხელ კაპპამ რონალდუზე საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

Image source: 442.perfil.com

 

„რეალის“ მწვრთნელის ყოფილმა ასისტენმა ანხელ კაპპამ კრიშტიანუ რონალდუზე ჭკვიანი ფეხბურთელი დაასახელა. კაპას განცხადებით, უგო სანჩესი პორტუგალიელზე გაცილებით გონიერი თავდამსხმელი იყო.

უგო ბევრად უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ. კრიშტიანუ ძლიერია, ორივე ფეხით თამაშობს, თავით, მაგრამ სანჩესი გაცილებით ცოცხალი იყო მეტოქის საჯარიმოში. ის იყო თავდამსხმელი, რომელმაც იცოდა როგორ მოეტყუებინა მცველი, მუდმივად მოძრაობდა ბურთთან ერთად და ბურთის გარეშე. უგო სანჩესი მართლაც გამორჩეული იყო ყველა თვალსაზრისით“ – თქვა კაპპამ.

შეგახსენებთ, მექსიკელი უგო სანჩესი „რეალში“ 1987-1995 წლებში თამაშობდა და 207 მატჩში 164 გოლი გაიტანა.

 

 

 

წყარო – Calciomercato

 

საქართველოს შანსი? ბრიტანული მედია ექვსი ერიდან იტალიის გაგდებას ითხოვს