კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალის” ძირითადი თერთმეტეულის ორი ფეხბურთელი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

Image source: Marca

 

გამოცემა Marca-ს ცნობით “რეალის” ნახევარმცველმა, ედენ აზარმა სამედიცინო კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ბელგიელს მუხლის ტრავმის გარდა ასევე კუნთის დაზიანებაც აქვს, რაც საბოლოოდ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ფეხბურთელმა მოახლოებულ ელ კლასიკოში მიიღოს მონაწილეობა.

გარდა ამისა გავლენიანი ესპანური გამოცემა წერს, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ პრინციპულ დაპირისპირებას დიდი ალბათობით გამოტოვებს მარსელოც, რადგან ბრაზილიელ ფეხბურთელსაც კუნთების დაზიანება აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის 18 დეკემბერს გაიმართება.

წყარო – marca.com

ბათუმის “დინამო” ორმა ფეხბურთელმა დატოვა