კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალის”, “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

Image source: Marca

 

მადრიდის „ატლეტიკოს“, მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა. სერბი 71 წლის იყო.

ანტიჩი ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელსაც სამივე ზემოხსენებულ გუნდში უმუშავია.

„ატლეტიკომ“ მასთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია და 1996 წელს სეზონი დუბლით დაასრულა (ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო).

გარდა ამისა, ანტიჩი სერბეთის ნაკრებშიც მუშაობდა, ხოლო მისი ბოლო კლუბი ჩინური „ჰებეი“ იყო, რომელსაც 2015 წელს ედგა სათავეში.

 

წყარო – Atletico de Madrid

 

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსის გამო გარდაიცვალა