Image source: Getty images
მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასს გამოეთიშა. 1/16 ფინალში „სამეფო კლუბი“ სტუმრად მესამე დივიზიონის წევრ „ალკოიანოს“ შეხვდა და რა თქმა უნდა, გამოკვეთილ ფავორიტად ითვლებოდა.
„რეალის“ წაგებას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ წააგო. მადრიდელები იგებდნენ და მოგება თავისუფლად შეეძლოთ. 45-ე წუთზე ედგარ მილიტაოს გოლით „რეალი“ წინ გავიდა, თუმცა, მე-80 წუთზე გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა.
90 წუთში არაფერი შეიცვალა და დამატებითი დრო დაინიშნა. იქ, „ალკოიანოს“ ფეხბურთელი გაუძევეს და კაცნაკლულმა პატარა გუნდმა საოცრება მოახდინა და რიცხობრივ უმცირესობაში, 115-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
მადრიდის „რეალი“ ასპარეზობას გამოთიშა გუნდმა, რომელსაც „საბურთალო“ გასულ წელს დაუპირისპირდა და ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 მოუგო. ზიდანის გუნდში როგორც ჩანს, პრობლემებია.
„ალკოიანო“ – „რეალი“ 2:1
გოლები: 0:1 მილიტაო (45), 1:1 სოლბესი (80), 2:1 კაზანოვა (115)
წყარო – Real Madrid
ვიდეობი
ფოტოები