კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რეალი” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში დამარცხდა (ვიდეო)

რეალი დამარცხდა

Image source: Getty images

 

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად 1:2 წააგო, შესაბამისად, ფინალში „ელ კლასიკო“ არ გაიმართება.

მატჩის გმირი ბასკების ვეტერანი ნახევარმცველი რაულ გარსია გახდა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი 2:0 დაანაურა. მეორე ტაიმში „რეალმა“ იბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ერთი ბურთი გაქვითა. თავი ქარიმ ბენზემამ გამოიჩინა.

„ბილბაომ“ 2:1 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც 17 იანვარს, „ბარსელონას“ შეხვდება.

„რეალი“ – „ბილბაო“ 1:2

გოლები: 0:1 რაულ გარსია (18), 0:2 რაულ გარსია (38, პენ), 1:2 ბენზემა (73)

 

 

წყარო – Real Madrid

 

რუმენიგე: “ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ცვლილება იქნება და ხალხს მოეწონება”