კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალი” “ელ კლასიკოს” წინ დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა (ვიდეო)

Image source: Goal.com

 

ესპანეთის ლა ლიგაში 25-ე ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. „ბარსელონას“ გამარჯვებას გამარჯვებით ვერ უპასუხა მადრიდის „რეალმა“, რომელიც დამარცხდა.

ზინედინ ზიდანის გუნდი ვალენსიაში, „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და 79-ე წუთზე მორალესის გოლმა მასპინძლებს მოაგებინა.

„სამეფო კლუბმა“ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, 53 ქულა დარჩა და „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩა. მომდევნო ტურში კი, სწორედ კატალონურ გრანდს შეხვდება, „ელ კლასიკო“ მადრიდში გაიმართება.

თუმცა, მანამდე „რეალი“ კიდევ ერთ ურთულეს შეხვედრას ჩაატარებს და ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

„ლევანტე“ – „რეალი“ 1:0

გოლი: 1:0 მორალესი (79)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – laliga.com

 

რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა, “იუვენტუსმა” ლიდერობა შეინარჩუნა (ვიდეო)