კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“რეალი” ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა (ვიდეო)

რეალი ჩემპიონობასთან ახლოსაა

Image source: Getty images

 

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდა. ზინედინ ზიდანის გუნდმა 36-ე ტურში სტუმრად „გრანადას“ 2:1 აჯობა და ახლა ორი ქულა სჭირდება, რომ ტიტული მოიპოვოს.

მადრიდელებმა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავის ფერლან მენდიმ და კარიმ ბენზემამ გამოიჩინეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში დარვინ მაჩისმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს და მარცხი განიცადეს.

„რეალი“ „ბარსელონას“ 4 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ და მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი.

„გრანადა“ – „რეალი“ 1:2

გოლები: 0:1 მენდი (10), 0:2 ბენზემა (16), 1:2 მაჩისი (50)

 

 

წყარო – Laliga

 

“ინტერი” მეორე ადგილზე აღზევდა