კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რატომ ცვლიან ფეხბურთელები მაისურებს სტადიონზე? ეს თითქმის საუკუნოვანი ტრადიციაა

Image source: Getty Images

 

თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ამა თუ იმ მატჩის შემდეგ მოთამაშეები ერთმანეთს უახლოვდებიან და სტადიონზევე იხდიან მაისურს, რომელსაც აძლევენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, საპასუხოდ კი მის მაისურს იღებენ საჩუქრად. საინტერესოა, თუ საიდან მოვიდა ეს ტრადიცია და რატომ აკეთებენ ამას ფეხბურთელები?

გავრცელებული აზრით, ფეხბურთელებს შორის მაისურების გაცვლის ტრადიცია დაწესდა 1931 წელს, როდესაც საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისი 5:2 დაამარცხა. ეს იყო ფრანგების პირველი წარმატება ინგლისელების წინააღმდეგ და გახარებულმა მოთამაშეებმა მეტოქე ფეხბურთელებს სთხოვეს, რომ მათ თავიანთი მაისურები სამახსოვროდ მიეცათ.

ამის შემდეგ ტრადიცია გაგრძელდა და ფეხბრუთელებს შორის მაისურების გაცვლა ერთგვარი პატივისცემის ნიშანი გახდა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაკრებებს შორის მეტოქეობა ისეთი ძლიერი ხდება რომ მტრობაში იზრდება.

ვარსკვლავური ფეხბურთელების მაისურები დიდ ფასეულობას წარმოადგენს.

მაგალითად კრიშტიანუ რონალდუს მაისურის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გამომუშავება შეიძლება. ეს არც ისე ადვილია, რადგანაც პორტუგალიელთან მაისურის გაცვლისთვის საჭიროა არა მხოლოდ მასთან ერთად მოედანზე გამოსვლა, არამეტ რაღაც ექსტრაორდინალურის გაკეთება და  მისი ყურადღების მიპყრობა.

თავის დროზე ტიერი ანრის მაისური იმდენად ძვირფასი იყო, რომ მისი დასაკუთრების უფლებისთვის მარკო მატერაცი და ხავიერ ძანეტი კამათობდნენ. (მაისური ძანეტის ერგო)

 

 

 

წყარო – eurosport

 

 

 

 

 

 

ხვიჩა შუბითიძე: “საგოლე მომენტების რეალიზაბაზე, მეტი მუშაობა გვმართებს”