კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რატომ იპარსავენ ფეხბურთელები ფეხებს? რონალდუ კი ყველაფერს იპარსავს

Image source: Cristiano Ronaldo Instagram

 

“რატომ იპარსავენ ფეხბურთელები ფეხებს?” – ეს კითხვა ძალიან ბევრს აინტერესებს და Google-ის ძებნაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა გახლავთ.

მთავარი მიზეზი არის ის, რომ ფეხები მოთამაშის ძირითადი “ინსტრუმენტია” რომელიც მუდმივად დიდი ზეწოლისა და ძლიერი დარტყმების საგანი ხდება. მათზე მუდამ ექიმები მუშაობენ და სამკურნალო პროცედურები, ჭრილობების დამუშავება და ასე შემდეგ, საჭიროებს იმას, რომ ფეხები იყოს სუფთა ყველანაირი თმისგან.

ასევე ფეხბურთელებს მუდმივად მასაჟებს უკეთებენ, სხეულზე თმების უქონლობა კი ამ პროცესს საგრძნობლად უადვილებთ.

მეორე მიზეზი არის სტილი. თანამედროვე ფეხბურთელები ამავდროულად პოპულარული მედია პერსონები არიან და ინდუსტრია უბრალოდ მოითხოვს, რომ იყონ ტატუებში, იზრუნონ ვარცხნილობაზე და გაიპარსონ ფეხები.

მესამე მიზეზი აეროდინამიკა გახლავთ. თუმცა ეს არც ისე დამაჯერებელია, რადგანაც არ არსებობს მეცნიერული დამტკიცება იმისა, რომ სხეულზე თმის გარეშე ფეხბურთელები უფრო სწრაფად გადაადგილდებიან მოედანზე, თუმცა ამ თეორიის სჯერა “იუვენტუსის” ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს.

ამ მიზეზის გამო რონალდუ მთელ სხეულს იპარსავს, მათ შორის უკანალზეც კი.

“მე მაღელვებს თმები სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. გამიგეთ, ეს თამაშშიც მნიშვნელოვანია. პატარა დეტალებზეც კი მნიშვნელოვაბია, იმისთვის, რომ სწრაფად გადაადგილდე მოედანზე”. – აცხადებს პორტუგალიელი თავდამსხმელი.

წყარო – eurosport

VTB ლიგა: თორნიკე შენგელიას “ცსკას” წარმატებული სტარტი მინსკში (ვიდეო)