კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რატომ არ თამაშობს ნიკოლაი გიორგობიანი საქართველოს ნაკრებში? ქართველი ფეხბურთელის განმარტება

Image source: RIA

 

რუსული საფეხბურთო კლუბ “უფას22 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლაი გიორგობიანმა განმარტა, თუ რატომ არ თამაშობს საქართველოს ნაკრებში.

“ნაკრებში თამაშის შესახებ საუბრები იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც “არმავირში“, მე-2 ლიგაში ვთამაშობდი. მამაჩემს დაურეკეს, ახალგაზრდული ნაკრების შესახებ ისაუბრეს. მაგრამ იმ დროს ვერ ვითამაშებდი, რადგანაც ამ შემთხვევაში ლეგიონერი ვიქნებოდი, მე-2 ლიგაში კი ლეგიონერების გამოყვანა არ შეიძლება. ამიტომ იძულებული ვიყავი უარი მეთქვა. ლეგიონერად თუ არ ჩამთვლიდნენ, ალბათ დავთანხმდებოდი. ძალიან საინტერესო იქნებოდა, ვისურვებდი თამაშს ევრო-ზე, საერთაშორისო არენაზე ძალების მოსინჯვა კარგი იქნებოდა”, – განაცხადა გიორგობიანმა უფასთან” ვრცელ ინტერვიუში.

გიორგობიანმა საფეხბურთო კარიერის დასაწყისში ესპანურ “იუპიტერში” ითამაშა, შემდეგ კი რუსეთში გადავიდა, რუსეთის პრემიერლიგაში კი წელსი პირველად ითამაშა.

წყარო – fcufa.pro

უეფა-მ გამოაცხადა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი Fantasy Football-ის მიხედვით (ფოტო)