კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რატი ანდრონიკაშვილი: “მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები”

რატი ანდრონიკაშვილი ტრავმირებულია

Image source: gocreighton.com

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა, რატი ანდრონიკაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო.

რატი ამ ზაფხულს გადავიდა ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია Big East-ში მოასპარეზე “კრეიტონში”, მაგრამ ამ გუნდში დებიუტი ხანგრძლივი ხნით გადაედო. “კრეიტონი” სეზონს 25 ნოემბერს, სამხრეთ დაკოტასთან მატჩით გახსნის, მაგრამ ქართველი ახალწვეულის გარეშე. გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე ანდრონიკაშვილმა მუხლის დამჭერი – ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანს სავარაუდოდ 7 თვით ჩამოსცილდა.

“მყესები სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავიწყვიტე. ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას ბურთი ჩავჭერი და მოედანზე რომ დავხტი, მუხლი გამექცა. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯვარედინი მყესები გამიწყდა.

რეაბილიტაციას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება მთელ ამ დროს ამერიკაში გავატარებ. ოპერაცია უნდა გავიკეთო, რის შემდეგაც, სავარაუდოდ 2 თვეში ვარჯიშს დავიწყებ, თუმცა ჯერ უბურთოდ. თავიდან იქნება მსუბუქი ვარჯიშები, მხოლოდ სროლა და ტრენაჟორები. ფეხებზე დატვირთვა რომ გავაძლიერო, კიდევ რამდენიმე თვე დამჭირდება. მალე ამერიკაში დედაჩემი ჩამოვა და ოპერაციის დროს და შემდგომ პერიოდშიც ჩემს გვერდით იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს პრობლემების გარეშე გადავიტან და მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები” – ისაუბრა GBF.ge-თან რატი ანდრონიკაშვილმა.

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

ბორჯღალოსნები უკვე ბრიტანეთში არიან