კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რაფაელ ვარანის დაზიანებული მუხლი “რეალი” – “ბარსელონა” შეხვედრის შემდეგ (ფოტო)

ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მადრიდის “რეალი” შინ “ბარსელონასთან” დამარცხდა (0:3) ანგარიშით.

მასპინძელი გუნდის ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა აღნიშნულ მატჩში მუხლი დაიზიანა.

69′-ე წუთზე ვარანი “ბარსელონას” ვინგერის, უსმან დემბელეს გადაცემის ჩაჭრის დროს თანაგუნდელ დანი კარვახალს და კატალონიური კლუბის ფორვარდ ლუის სუარესს შეეჯახა. შედეგად მძიმე ტრავმა მიიღო და სკაუთარ კარშიც ბურთი შეაგდო.

მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე მუხლის ფოტო გამოაქვეყნა:

“ბარსელონამ” “რეალი” სტუმრად გაანადგურა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა (ვიდეო)