კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რაფაელ ნადალმა თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა

Image source: Getty Images

 

მსოფლიოს ნომერ მე-2 ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესღაც უნახავს.

“რთული კითხვაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ საუკეთესო იყო რონალდო. არ ვლაპარაკომ კრიშტიანუ რონალდუზე ან ლიონელ მესიზე. რონალდუ და მესი ძალიან მაღალ დონეზე არიან, მაგრამ მე მაინც რონალდოს გამოვარჩევ. ის იყო შესანიშნავი ფეხბურთელი და საოცარი ადამიანია. ტრავმის მიღებამდე ის ფანტასტიურ თამაშს აჩვენებდა”, – ესპანელის სიტყვებს Tennis World USA გადმოგვცემს.

შეგახსენებთ, რომ თავისი კარიერის მანძილზე რონალდო თამაშობდა “კრუზეიროში“, “პსვ ეინდჰოვენში“, “ბარსელონაში“, “ინტერში“, “რეალ მადრიდში“, “მილანში” და “კორინტიანსში“.

ბრაზილიელი ოქროს ბურთის ორგზის გამარჯვებულია და “სელესაოს” შემადგენლობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლავთ.

 

ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი 2020 წელს