კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამდენი ქულით შეფასდა “როტორის” ქართველი ფეხბურთელების თამაში მოსკოვის “სპარტაკთან” (ფოტო)

ზურიკო დავითაშვილისა და სოლომონ კვერკველიას თამაშის შეფასება

Image source: როტორის ვკ-ს გვერდი

 

ქართველი ლეგიონერების ვოლგოგრადის “როტორი” რუსული პრემიერ-ლიგის მე-16 ტურში მოსკოვის “სპარტაკს” ესტუმრა და 0:2 ანგარიშით დამარცხდა. სტატისტიკის ვებ-გვერდმა SofaScore-მა მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის ქართველი ფეხბურთელების – ზურიკო დავითაშვილი, სოლომონ კვერკველია, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაში შეაფასა.

ამ მონაცემების მიხედვით საუკეთესო კვერკველია იყო, რომლის თამაში 7.3 ქულით შეფასდა. ყველაზე დაბალი შეფასება კი ზურიკო დავითაშვილმა დაიმსახურა – 6.3 ქულა.

sofascore-მა ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა

როტორს მხოლოდ 8 ქულა აქვს და პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხრილში მყარად ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება.

 

წყარო – sofascore.com

 

 

 

 

 

როგორია 20-წლამდე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)