კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამდენი ქულით შეფასდა ლუკა ლოჩოშვილის თამაში “ფეიენოორდის” წინააღმდეგ (ვიდეო)

ლოჩოშვილის გუნდი პლეი-ოფშია

Image source: Getty images

 

ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებს ლუკა ლოჩოშვილი. ქართველი ფეხბურთელის „ვოლფსბერგერმა“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე როტერდამის „ფეიენოორდი“ 1:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

„ვოლფსბერგერმა“ 10 ქულა დააგროვა, ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებეს.

ლუკა ლოჩოშვილმა კიდევ ერთხელ ითამაშა ავსტრიელთა ძირითადში და 90 წუთი იყო მოედანზე. სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა მისი თამაში 7.8 ქულით შეაფასა. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეფასებით მხოლოდ ერთ მოთამაშეს ჩამორჩა. გურამ გიორბელიძეს კი არ უთამაშია, ის სათადარიგო სკამზე დარჩა.

„ვოლფსბერგერის“ მომავალი მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა.

 

წყარო – Whoscored

 

თემურ ქეცბაიასთან “ანორთოსისს” კონტრაქტის გახანგრძლივება სურს