კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რამდენი ქულით შეფასდა ლუკა ლოჩოშვილის თამაში ევროპის ლიგაზე “დინამო ზაგრებთან”

ლოჩოშვილმა კარგად ითამაშა

Image source: Sporx.at

 

ევროპის ლიგის მესამე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერი“ „დინამო ზაგრებთან“ სტუმრად 0:1 წააგო და ეს ერთი გოლი ხორვატებმა 76-ე წუთზე გაიტანეს.

ლოჩოშვილმა ავსტრიულ გუნდში 90 წუთი ითამაშა. სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 7.1 ქულით შეაფასა, რაც მის გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო. მას მხოლოდ მეორე ცენტრალურმა მცველმა ბაუმგარტნერმა აჯობა – 7.2 ქულა.

ლოჩოშვილი ბურთს 68-ჯერ შეეხო, ორჯერ საჰაერო დუელი მოიგო, 46 პასი გააკეთა, აქედან 73.9% ზუსტი იყო. 1 დარტყმა დაბლოკა და 9 ბურთი ჩაჭრა.

ჯგუფში „ვოლფსბერგერი“4 ქულით „ფეიენოორდთან“ ერთად მეორე ადგილს იყოფს, ხოლო პირველ პოზიციაზე „დინამო ზაგრებია“, რომელსაც 5 ქულა აქვს.

 

წყარო – Whoscored

 

სენსაცია ევროპის ლიგაზე – მილანმა 8 თვის შემდეგ პირველად წააგო (ვიდეო)