კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამდენი ქულით შეფასდა ლოჩოშვილის თამაში მოსკოვის “ცსკასთან”

ლოჩოშვილმა ცსკას მოუგო

Image source: Getty images

 

ევროპის ლიგის მე-5 ტურში „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად მოსკოვის „ცსკა“ 1:0 დაამარცხა. ავსტრიელთა რიგებში ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი გაატარა მოედანზე.

ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და დაცვის ცენტრში ბაუმგარტნერთან ერთად კარგი დუეტი შექმნა.

სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ლოჩოშვილის თამაში 7.2 ქულით შეაფასა. მოედანზე არ გასულა გურამ გიორბელიძე, რომელიც ასევე ავსტრიულ გუნდში ირიცხება.

„ვოლფსბერგერს“ ბოლო ტურის წინ 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა.

 

წყარო – Whoscored

 

ზუსტად ამ დღეს: არველაძეების შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც გოლით დასრულდა (ვიდეო)