კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რამდენი ქულით შეფასდა გიორგი ქოჩორაშვილის თამაში ლა ლიგაში “ბარსელონასთან” (ფოტო)

გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტე ბარსელონას დაუზავდა მისივე მოედანზე

Image source: Getty Images

 

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ლევანტემ“ კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლა და ფრედ 3:3 ითამაშეს. მასპინძელთა რიგებში გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა. 21 წლის ფეხბურთელის კარიერაში ეს მესამე მატჩია ლა ლიგაში, ხოლო მიმდინარე სეზონში მეორედ. გიორგი თამაშის ბოლოში ხოსე მორალესის ნაცვლად გამოჩნდა მოედანზე.

გიორგიმ 2′ წუთში 2–ჯერ შეეხო ბურთს, 2-ჯერ ზუსტი გადაცემა გააკეთა, ერთხელ საკვანძო გადაცემაც გააკეთა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 100% შეადგინა.

სტატისტიკის ვებ-გვერდმა Whoscored-მა მისი თამაში 6.1 ქულით შეაფასა.

ქართველი ლეგიონერი „ლევანტეს“ პირველ გუნდთან ერთად უკვე რეგულარულად ვარჯიშობს და განაცხადშიც ხვდება, მეთოდურად თამაშის უფლებაც ეძლევა.

 

 

 

 

წყარო – whoscored.com, sofascore.com

 

 

 

 

 

 

 

 

მე-13 ტურში “დილამ” მესამედ დამარცხდა, ხოლო “ტორპედომ” პირველად გაიმარჯვა მიმდინარე სეზონში (ვიდეო)