კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამდენი ქულით შეფასდა გიორგი აბურჯანიას თამაში სადებიუტო მატჩში

აბურჯანიას დებიუტი

Image source: Cartagena FC

 

ესპანურ „კარტახენაში“ გიორგი აბურჯანიამ პირველად ითამაშა. ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში მისი გუნდი ხიხონის „სპორტინგს“ ესტუმრა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

აბურჯანია თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო და ბოლო წუთები გაატარა მოედანზე. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ ქართველი ფეხბურთელის თამაში 6.6 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია „კარტახენას“ სეზონის ბოლომდე „ოვიედოდან“ შეუერთდა და ახალ გუნდში 17-ნომრიანი მაისურით თამაშობს.

 

წყარო – Sofascore

 

მოჰამედ სალაჰის ბრწყინვალე დუბლით “ლივერპულმა” მოიგო (ვიდეო)