კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამდენი ქულით შეფასდა დვალის თამაში “იუვენტუსთან”, სადაც ავტოგოლი ჩაუთვალეს

დვალის ავტოგოლი

Image source: Getty images

 

ლაშა დვალმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშა და ავტოგოლი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელი გუნდის გადარჩენას პაულო დიბალას გოლისგან ცდილობდა, მაგრამ ცარიელი კარიდან ვერ გამოიტანა ბურთი და თავად გახდა ავტოგოლის ავტორი. ეს 81-ე წუთზე მოხდა და ამ გოლით „იუვე“ 4:0 დაწინაურდა.

ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა საბოლოოდ, 1:4 წააგო. „ფერენცვაროშს“ სამი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული.

სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა დვალის თამაში 5.2 ქულით შეაფასა, რაც მეკარის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

 

წყარო – Whoscored

 

გიორგი შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე განადგურდა