კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რამდენი ქულით შეფასდა დავით ხოჭოლავას თამაში “რეალის” წინააღმდეგ

ხოჭოლავამ რეალთან კარგად ითამაშა

Image source: Uefa.com

 

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალმა“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 2:3 წააგო.

უკრაინული გუნდის დაცვის ცენტრში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ხოჭოლავას თამაში 6.8 ქულით შეაფასა. „შახტარში“ ხოჭოლავას გარდა მოედანზე 13 ფეხბურთელი იყო და 7 მათგანზე მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო იგივე ქულები დენტინიოს დაუწერეს. შესაბამისად, გამოდის, რომ თანაგუნდელთა შორის მხოლოდ 5 ფეხბურთელს ჰქონდა უკეთესი შეფასება.

ხოჭოლავა ბურთს 58-ჯერ შეეხო, 43 პასი გააკეთა (90.7% სიზუსტით), ერთხელ მეტოქის დარტყმა დაბლოკა, 3-ჯერ კი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.

 

წყარო – Whoscored

 

“შახტარმა” “რეალს” მადრიდში მოუგო, ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა (ვიდეო)