Image source: Getty images
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში დავით ხოჭოლავას „შახტარი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა.
რომელიმე გუნდს რომ მოეგო, ჯგუფიდან გავიდოდა, მაგრამ ამ ფრით ორივე ჯგუფში ჩარჩა და მერვედფინალში „რეალი“ და „გლადბახი“ გავიდნენ. დავით ხოჭოლავამ იტალიური გრანდის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა.
ქართველი მცველი მოედანზე 36-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად გამოჩნდა. სტატისტიკის ვებვერდმა Whoscored-მა მისი თამაში 7.0 ქულით შეაფასა, რაც ძალიან მაღალი და კარგი შეფასებაა.
დონეცკის „შახტარმა“ 8 ქულით დაასრულა ასპარეზობა, როგორც „გლადბახმა“, მაგრამ გერმანულ გუნდთან ორივე თამაში წააგო და ამის გამო მესამე ადგილი დაიკავა, ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.
წყარო – Whocored.com
ვიდეობი
ფოტოები